Авторизация все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 20:54 – Саакашвили и Сакварелидзе: Такой говномет будет, мало не покажется! (АУДИО) 
  • 12:00 – В срыве фестиваля в Грузии обвинили недовольных громкой музыкой священников 
  • 09:30 – За торговлю людьми и человеческими органами, Михаила Саакашвили будет судить военный трибунал Европы! (ВИДЕО) 
  • 15:30 – В Грузии построят эвакуационный коридор Военно-грузинской дороги 

Волку Евангелие читают, а он - в лес просится! („მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კი იძახდა, გამიშვით, მთაში ცხვრები მიდიანო“ - ქართული ანდაზა)

Волку Евангелие читают, а он - в лес просится! („მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კი იძახდა, გამიშვით, მთაში ცხვრები მიდიანო“ -  ქართული ანდაზა)Грузия хочет вернуть себе историческое название Сакартвело! В стране не осталось никаких проблем, кроме как искоренения ненавистного арабо-турецко-русского оккупационного наследия в виде названия «Грузия». Нет уже в древнем Сакартвело угрозы исламизации, о чем еще недавно трубили все газеты. Нет и оккупированных территорий, как нет и сепаратистских настроений в армяно-азербайджано-населенных районах, а также очередной туркизации Аджарии.
Мы много лет просимся в НАТО, в Европу. Мы лучшие друзья США. Но нас туда почему-то не торопятся принимать. Мы каждый год (как и в этом) ждем очередного, решающего саммита европейских стран. Мы уверены, что теперь-то уж точно нас примут в Европу. Но….
Но при этом не хотим видеть, что уже сегодня и сейчас быстро растущая полумиллионная армия мусульман стремительно радикализуется, диктует христианскому большинству как нам жить, учить детей и одеваться в собственной стране.
Да, никто не отрицает, что ислам является второй по величине и значению религией на территории современной Грузии. А в некоторых наших регионах мусульмане составляют большинство населения. Большинство грузинских мусульман - местные азербайджанцы, среди которых есть и шииты, и сунниты. У них достаточно своих проблем социального характера, в том числе невозможности полноценной интеграции в грузинское общества из-за незнания государственного языка.
Угроза государственности Сакартвело притаилась в собственном небольшом благодатном ущелье – Панкиси! Здесь, где еще недавно плодоносили знаменитые на весь мир виноградники, обильно взросли и каждодневно крепнут ядовитые заросли ваххабизма.
Мы много лет слышим увещевания наших властей, утверждающих, что они все знают, понимают и полностью контролируют ситуацию в Панкиси. Они знают поименно и отслеживают всех, кто выехал воевать в Сирию, кто их вербует и направляет в чужую страну воевать за чужие и чуждые Грузии идеи. Называют и точные цифры рекрутов из среды кистов. Внесли изменения в уголовный кодекс, для привлечения участников иностранных террористических организаций к суровой ответственности.
То есть, мы можем спать спокойно и просыпаться, слыша, привычные нам с детства звуки, а не от призыва муэдзина тбилисской мечети к утренней молитве.
Но события, происходившие с 21 по 22 ноября, перечеркнули все радужные картины, которые нам рисовали наши власти. Много лет они твердили нам и всему миру, что в Панкиси нет, и не может быть никакого бандитского подполья. Нет там и пособнической базы «Исламского государства». Ну да, уехали в Сирию воевать 10-20 отщепенцев, а остальные – мирные крестьяне, мечтающие о процветании Грузии.
Боевики из Северного Кавказа осели в Панкиси? Да о чем вы говорите!? Это бедные беженцы, которых притесняли Путин и Кадыров! Ахмед Чатаев – бандит? Это же несчастный инвалид, жертва кровавого российского режима! К тому же в 2012 году его невинно ранили в Лопоте и чуть не посадили в демократической Грузии! Хорошо, что грузины прозорливы и увидели в Ахмеде Чатаеве родственную душу, подлечили и с почестями проводили из тюрьмы в Турцию.

Говорят: посеял ячмень - не жди пшеницы (грузинская пословица).
Чем отблагодарил Ахмед Чатаев нас? Почти суточной перестрелкой в столице? Убитым сотрудником спецслужб и его ранеными коллегами? Разрушенными квартирами, жители которых зимой остались без крыши над головой?
Пора бы и нам открыто признать то, о чем говорят по всей стране, но умалчивают наши власти: Панкисское ущелье – реальная угроза не только благополучию и спокойствию, а существованию Грузии как суверенной страны. Поколения, которые взросли там после обретения нами независимости, не считают нас соотечественниками. Мы для них – враги! Только своим физическим существованием мы мешаем им построить халифат на нашей земле.
Наши власти бодро отчитались о том, что эмир cалафитов Панкисского ущелья Абдурахман Пареулидзе публично отрекся от идеи «Исламского государства». Все! Теперь мы можем спать спокойно!
Однако и Абдурахман и наше СГБ почему-то забыли сообщить, что это заявление он сделал только потому, что боится потерять свой процветающий бизнес в Тбилиси. Абдурахман также забыл упомянуть, что его джамаат является рассадником экстремизма и поставщиком боевиков, в том числе несовершеннолетних, для «Исламского государства». Не сказал и о том, что огромное количество оружия и боеприпасов хранится в тайниках жителей Панкиси. Чисто случайно Абдурахман забыл также упомянуть, что в Панкиси практически в открытую носят автоматы и пистолеты члены панкисского джамаата. Особенно те, кто заступает на ночное дежурство в мечетях, когда в ущелье не то что некистинец, а даже сотрудники полиции не смеют появляться.

Из вороньих яиц могут вылупиться лишь воронята (грузинская пословица).
Несмотря на все усилия властей привить основы культуры и добрососедского проживания в этом регионе, они не смогут прижиться при слабом государстве. Как хороший садовник, государство должно безжалостно искоренять сорняки и гнилые побеги. Даже если они выросли из корней хорошего растения. И свидетельством этому является потомки уважаемого кистинского поэта Сулеймана Гумашвили. А ведь о том, что его сын Гурам увлекся ваххабизмом и привлек к этому все свое семейство было известно задолго до ноябрьских событий в Тбилиси. Известно было и о его роли в «Исламском государстве». Но каким-то образом он вновь оказался в Грузии, вооруженный до зубов. А где были наши доблестные спецслужбы, когда он переходил границу? Когда затаскивал вооружение в квартиру? Вопросов много, ответов – нет.


საქართველოს სურს, დაიბრუნოს ისტორიული სახელწოდება - საქართველო! ქვეყანაში არ დარჩა სხვა არანაირი პრობლემა, გარდა არაბულ-თურქულ-რუსული საოკუპაციო დანატოვარის ამოძირკვისა, რომელსაც «Грузия» ეწოდება. უკვე აღარ არსებობს ქვეყნის ისლამიზაციის საფრთხე, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინათ ხმაურობდა ყველა გაზეთი. არც ოკუპირებული ტერიტორიებია, არც სეპარატისტული განწყობები სომხებით და აზერბაიჯანლებით დასახლებულ რაიონებში, და არც აჭარას ემუქრება მორიგი გათურქება.
უკვე მრავალი წელია, ვიხვეწებით, რომ შეგვიშვან ნატოსა და ევროპაში. ჩვენ ამერიკის საუკეთესო მეგობრები ვართ. მაგრამ ისინი რატომღაც არ ჩქარობენ ჩვენს მიღებას. ყოველ წელს (მიმდინარე წელსაც) ველით ევროპის სახელმწიფოთა მორიგ გადამწყვეტ სამიტს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახლა კი ნამდვილად მიგვიღებენ ევროპაში. მაგრამ...
მაგრამ არ გვინდა, დავინახოთ, რომ უკვე დღეს და ახლა მუსლიმთა მზარდი, ნახევარმილიონიანი არმია სწრაფად მიდის რადიკალიზაციის გზით, კარნახობს ქრისტიანულ უმრავლესობას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და რა ტანსაცმლით უნდა შევიმოსოთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში.
არავინ უარყოფს, რომ ისლამი წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე რელიგიას, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მუსლიმები რაოდენობრივად უმრავლესობაში არიან. საქართველოს მუსლიმთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი აზერბაიჯანლები შეადგენენ, რომელთა შორის შიიტებიცა და სუნიტებიც არიან. მათ სოციალური ხასიათის პრობლემები საკმარისად აქვთ, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფო ენის უცოდინრობის გამო სრულფასოვანი ინტეგრაციის შეუძლებლობა.
დღედღეობით, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმები ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხე ჩვენს ერთ დოვლათიან ხეობაში - პანკისშია დამალული. აქ, სადაც ჯერ კიდევ ახლო წარსულში სახელგანთქმული ვენახები ხარობდნენ, გაიფურჩქნენ და ყოველდღურად ძლიერდებიან ვაჰაბიზმის ყლორტები.
უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გვესმის დამამშვიდებელი განცხადებები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვითარებას პანკისში ფლობენ და აკონტროლებენ. მათ სახელობით იციან და აკვირდებიან ყველას, ვინც სირიაში წავიდა საომრად, იციან მათი გადამბირებლების და დამქირავებლების ვინაობა, რომლებიც უნერგავენ მათ უცხო და საქართველოსთვის მიუღებელი იდეების გამო ბრძოლას. ასახელებენ ქისტებს შორის არსებული დაქირავებული მებრძოლების ზუსტ ციფრებსაც. ცვლილებები შეიტანეს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეები მკაცრად იქნან დასჯილნი.
გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად ვიძინოთ და გავიღვიძოთ ბავშვობის დროიდან ნაცნობი ხმაურისგან, ნაცვლად თბილისის მეჩეთის მინარეთიდან მუეძინის მიერ დილის ლოცვისკენ მოწოდებით გამოწვეული ხმაურისა.
მაგრამ 21-22 ნოემბერს მომხდარმა მოვლენებმა ხელისუფლების მიერ დახატული სურათი გადახაზა. ჩვენ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, წლების მანძილზე გვარწმუნებდნენ, რომ პანკისში არ არის და ვერც იქნება ბანდიტური იატაკქვეშეთი. იქ არც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშემწყობი ბაზა უნდა ყოფილიყო. რა მოხდა, მერე, სირიაში 10-20 ვიგინდარა წავიდა, დანარჩენები კი მშვიდობიანი გლეხები არიან, რომლებიც საქართველოს აყვავებაზე ოცნებობენო.
ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები პანკისში დამკვიდრდნენ? რას ბრძანებთ?! ესენი საბრალო ლტოლვილები არიან, რომლებსაც პუტინი და ყადიროვი ავიწროებდნენ! აჰმედ ჩატაევი ბანდიტია? ეს ხომ უბედური ინვალიდია, რუსეთის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი! თანაც, 2012 წელს იგი უდანაშაულოდ დაჭრეს ლოპოტაში და კინაღამ ციხეში ჩასვეს, დემოკრატიულ საქართველოში! კიდევ კარგი, რომ ქართველები მიხვედრილი ხალხია და აჰმედ ჩატაევში მონათესავე სული დაინახეს, უმკურნალეს მას და პატივით გაისტუმრეს ციხიდან თურქეთში.
ნათქვამია: ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი. რით გვიპასუხა აჰმედ ჩატაევმა? თითქმის 24-საათიანი სროლებით დედაქალაქში? სპეცსამსახურის მოკლული თანამშრომლითა და მისი დაჭრილი კოლეგებით? დანგრეული ბინებით, რომელთა მცხოვრებნი ზამთარში უჭეროდ დარჩნენ?
დროა, რომ ღიად განვაცხადოთ ის, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ რაზეც ჩვენი ხელისუფლება სდუმს: პანკისის ხეობა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ კეთილდღეობისა და სიმშვიდისათვის, არამედ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობისათვის. თაობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წამოიზარდნენ, არ მიგვიჩნევენ თავიანთ თანამემამულეებად. ჩვენ მათთვის მტრები ვართ! მხოლოდ ჩვენი ფიზიკური არსებობით ეშლებათ მათ ხელი, ჩვენს ქვეყანაში ხალიფატი ააშენონ.
ჩვენმა ხელისუფლებამ ენერგიულად ჩაგვაბარა ანგარიში, რომ თურმე სალაფიტების ამირამ, აბდურაჰმან ფარეულიძემ საჯაროდ თქვა უარი „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებზე. მორჩა! ახლა კი შეგვიძლია, ვიძინოთ მშვიდად!
მაგრამ აბდურაჰმანსა და ჩვენს უშიშროებას დაავიწყდათ, ეთქვათ, რომ ეს განცხადება მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ფარეულიძეს არ უნდა, დაკარგოს თავისი გაფურჩქნილი ბიზნესი თბილისში. აბდურაჰმანმა ისიც არ თქვა, რომ მისი ჯამაათი ექსტრემისტულ აზრებს ავრცელებს და თან „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბოევიკების, მათ შორის, არასრულწლოვანების, მიმწოდებელია. არც ის იქნა გაჟღერებული, რომ იარაღისა და ამუნიციის უზარმაზარი რაოდენობა ინახება პანკისის მცხოვრებთა სამალავებში. სავსებით შემთხვევით დაავიწყდა აბდურაჰმანს, ეთქვა, პანკისში თითქმის ღიად ატარებენ ავტომატებსა და პისტოლეტებს პანკისური ჯამაათის წევრები - განსაკუთრებით ისინი, ვინც მეჩეთებში ღამის მორიგეობაზე დგანან, და ეს მაშინ, როდესაც ხეობაში არა თუ არაქისტი, არამედ თვით პოლიციის თანამშრომლებიც ვერ ბედავენ შესვლას.
„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო“ - კიდევ ერთი ქართული ანდაზა. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, რომ ამ რეგიონში შეიტანოს კულტურისა და კეთილმეზობლური თანაცხოვრების საფუძვლები, ყოველი ასეთი მცდელობა სუსტი სახელმწიფოს პირობებში განწირული იქნება. სახელმწიფომ ისევე დაუნდობლად უნდა ამოძირკვოს სარეველა და დამპალი ფესვები, როგორც ბაღზე მზრუნველმა მებაღემ. ეს თვით იმ შემთხვევაშიც, თუ სარეველა საღი მცენარის ფესვებიდან ამოიზარდა. ამის დასტურად გამოდგებიან პატივცემული ქისტი პოეტის, სულეიმან გუმაშვილის შთამომავლები. ის, რომ მისი შვილი გურამი ვაჰაბიზმით გახდა გატაცებული და მთელი თავისი ოჯახიც ჩაითრია, ნოემბრის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. არც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მისი კავშირები წარმოადგენდა დიდ საიდუმლოს. მაგრამ, რაღაც საშუალებით, იგი კვლავ საქართველოში აღმოჩნდა, თანაც კბილებამდე შეიარაღებული. სად იყვნენ მაშინ ჩვენი მამაცი სპესამსახურები, როდესაც იგი საზღვარს კვეთდა? როდესაც ბინაში იარაღი შეჰქონდა? კითხვები კიდევ არის, საკმაო რაოდენობით, მაგრამ პასუხები - არა.



Мнение автора публикации может не совпадать с мнением редакции.

Хотите получать самые эксклюзивные и креативные новости с этого сайта, подпишитесь на них:

теги: темадня