Авторизация все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
 
  • 22:26 – Гулбаат РЦХИЛАДЗЕ: «Моя задача, как автора книги, состояла в укреплении исторической памяти» 
  • 19:48 – ერდოღანმა მესხეთს თურქეთის მიწა და ძირძველი სამშობლო უწოდა 
  • 14:59 – ჰააგის სასამართლო: სიმართლის ნაცვლად სააკაშვილის რეჟიმის ხსნა და ხალხების ახალი დაპირისპირება? 
  • 22:45 – ქარელში დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს და საზეიმო ღონისძიება ჩაატარეს 

ქარელში დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს და საზეიმო ღონისძიება ჩაატარეს

ქარელში დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს და საზეიმო ღონისძიება ჩაატარეს9 მაისი ქარელში, შეძლებისდაგვარად, საზეიმოდ აღინიშნა. საზეიმო განწყობას აძლიერებდა ის ფაქტი, რომ ენთუზიასტმა ქართველებმა, რომელთათვის ძვირფასია ფაშიზმთან მებრძოლთა ხსოვნა, ქალაქში მდგომი დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი და დაზიანებული იყო.

ენთუზიასტებს ხელი შეუწყო ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ერთობლივი ძალებით მოხდა მონუმენტის მოკლე ხანებში შეკეთება-შეღებვა და მიმდებარე პარკის გასუფთავება. მონუმენტის კვარცხლბეკი მთლიანად გაიწმინდა მრავალრიცხოვანი მახინჯი წარწერებისგან (ე. წ. გრაფიტისგან); სპეციალური ტექნიკის დახმარებით, სოკოსგან და ჭუჭყისგან გათავისუფლდა ორი ათეული მეტრის სიმაღლის სტელაც. სამუშაოებს შიდა ქართლის მკვიდრი გივი ვანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პარკში ადგილობრივი საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. ხალხი წამოწყების ორგანიზატორებს მადლობას უხდიდა კეთილი საქმისათვის. ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სრული ერთსულოვნებაა 9 მაისის შეფასების გარშემო - ეს დღე ყველასათვის წმინდა და საპატივსაცემოა, ყველა ეთანხმება სლოგანს, რომ „9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღეა“ - სწორედ ამ შინაარსის ბანერი იქნა გამოფენილი პარკში.

ამიტომაც, 9 მაისის მოკრძალებულ, მაგრამ გულით გამართულ საზეიმო ღონისძიებას მონუმენტთან ადგილობრივი ხელისუფლების თითქმის მთელი წარმომადგენლობა დაესწრო. ქალაქის თავი ზაზა გულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი, საკრებულოს წევრები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ხსოვნა ფაშიზმთან ომში მებრძოლ ქართველებზე და არაქართველებზე, დაღუპულებზე და გადარჩენილებზე, წმინდად უნდა ინახებოდეს და მომავალ თაობებს უნდა გადაეცემოდეს. წინაპრებს ქართველი კაცი არასოდეს ივიწყებდა და, მით უმეტეს, მეომარ წინაპრებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნისა და შვილებისათვის უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად თავებს არ ზოგავდნენ.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა, თავისი ლოცვა-კურთხევით დაუშვა მონუმენტის კურთხევა და ფრონტზე მებრძოლთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა.

www.didisamamulo.ge


Мнение автора публикации может не совпадать с мнением редакции.

Хотите получать самые эксклюзивные и креативные новости с этого сайта, подпишитесь на них: