უკვე ყველას გაუგია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (სსსს) შესახებ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს. სსსს კრიმინალური იუსტიციის პირველი საერთაშორისო მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის კომპეტენციაში შედის გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი დევნა.
ნამდვილად დადებითი ფაქტია, რომ საქართველო, ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული, ამ ორგანიზაციის წევრია. 2015 წლის 13 ოქტომბერს სსსს-ის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინასწარი წარმოების პალატას მიმართა სანქციის გაცემის თაობაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიებასთან დაკავშირებით. თუმცა აქტიურ ფაზაში საქმე მხოლოდ 2020 წელს გადავიდა, როდესაც სსსს-ის თანამშრომლები გააქტიურდნენ. ყველა ელოდა პატიოსან, მიუკერძოებელ გამოძიებას ერთადერთი მიზნით – დადგინდეს სიმართლე და დასახელდნენ დამნაშავეები მათი ეროვნული და სახელმწიფოებრივი კუთვნილების მიუხედავად. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაჩნდეს იურიდიული მექანიზმები ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის საერთაშორისო დევნისათვის, რომელთაც ქართულ მიწაზე საომარი მოქმედებები გააჩაღეს. ეს დამნაშავეები, როგორც ცნობილია, არა მხოლოდ თავისუფლად დასეირნობენ უკრაინის, ავსტრიის, ისრაელის, საბერძნეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქალაქებში, არამედ განაგრძობენ საქართველოს შიგნით დესტრუქციული ძალების დაფინანსებასა და წახალისებას, ჩვენი ქვეყნის არევის მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ სსსს-მ აქამდე ჯერ კიდევ არ იზრუნა რუსეთის ტერიტორიაზე, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, საგამოძიებო ქმედებების ჩასატარებლად. საგამოძიებო ქმედებები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცესუალური გაფორმების წესებით, რაც არ გაკეთებულა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გამოძიების ჩასატარებლად, მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მიმართონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს, რათა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს პროცესუალური ქმედებები. რუსეთში ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 453-ე მუხლი – „სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის გაგზავნა“. სსსს-ის წარმომადგენლებმა ეს გარემოება იციან და მაინც არ მიმართავენ რუსეთს. ნაცვლად ამისა, ისინი რუსეთის მოქალაქეებს მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე (როგორც წესი, ბალტიისპირეთში ან მოლდოვაში) ხვდებიან.
უშუალოდ ამ ინტერვიუების ფარგლებში, სსსს-ის წარმომადგენლები უინტერესოდ იღებენ ინფორმაციას, როდესაც ეს ინფორმაცია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებებს ადასტურებს, სამაგიეროდ, გულდასმით აღნუსხავენ ისეთ ჩვენებებს, რომლებიც რუსეთის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, ვღებულობთ კონფლიქტის ერთი მხარისათვის სასარგებლო მიდგომას.
ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ჰააგის სასამართლო გამოიყენება სააკაშვილის პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, დამატებით სერიოზულ გამაღიზიანებლად ისედაც პრობლემებით გადატვირთულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ეს ხდება წინასაარჩევნო ბრძოლის პირობებში, როდესაც უნდა გაირკვეს არა უბრალოდ ხელისუფლების მუნიციპალურ ორგანოებში ადგილების საკითხი, არამედ საქართველოს სამომავლო განვითარების ვექტორი.
რა თქმა უნდა, ომი საშინელებაა, ომში არ არსებობენ „ცუდები“ და „კარგები“, ვინაიდან ორივე მხარეს იღუპებოდნენ ადამიანები – ვინმესთვის დედები და მამები, ასევე შვილები… გავიდა 12 წელიწადზე მეტი, აგვისტოს ომიდან, მაგრამ ძველებურად მძიმეა დანაკლისის ატანა. ორივე მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ვითარების განსამუხტად, ტარდება არაერთი მრგვალი მაგიდა, კონფერენცია თუ შეხვედრა სახელმწიფო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით. მაგრამ რას აკეთებს სსსს? ხალხების ერთმანეთზე გადაკიდება – პირველი, რაც თავში აზრად მოუვა ადამიანს.
მთიან ყარაბაღში ბოლო წელს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, თუ როგორ იოლად შეუძლიათ გაყინულ კონფლიქტებს თავიანთ ცხელ ფაზაში დაბრუნება, მით უმეტეს, თუკი ეს კონფლიქტები ეთნიკური შეფერილობის არიან. შიდა ქართლის კონფლიქტის შემთხვევაში, არასწორი, უხეში მიდგომა ნეგატიურად აისახება ისედაც ობიექტურად დაძაბულ ურთიერთობებზე ქართველ და ოს ხალხებს, საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არ არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, არამედ ნამდვილი ეთნიკური კონფლიქტის გაჩაღების მცდელობაა – სწორედ ამას ელის „დიდი პატრიოტი“ სააკაშვილი.
რომან გაბაშვილი
Мнение автора публикации может не совпадать с мнением редакции.
Хотите получать самые эксклюзивные и креативные новости с этого сайта, подпишитесь на них: